"მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში რეპრესიების მასალის შეგროვება იკრძალებოდა. ოკუპირებულ საბჭოთა საქართველოში მოსახლეობა იმდენად ტერორიზებული იყო, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდა, სიმართლე ეთქვა", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა წიგნის "ანტისაბჭოური სიტყვიერების" პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, კიდევ რამდენიმე წელიწადი რომ გასულიყო, შეუძლებელი იქნებოდა ბევრი მთქმელის ნახვა და იმ ისტორიული ფაქტების აღდგენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა.
"ძალიან მძიმე, ტრაგიკული წიგნია, მაგრამ როგორც ლიტერატურული და კვლევის თვალსაზრისით, ისე საქართველოს ისტორიის მართებული სურათის აღდგენის კუთხით, უმნიშვნელოვანესი გამოცემაა", _ აღნიშნა წიკლაურმა.
მისი აზრით, ამ მიმართულებით კვლევა-ძიება უნდა გაგრძელდეს, "რათა ვიცოდეთ, საით წავიდეთ".
"მოვდივართ არა მხოლოოდ იმ ისტორიიდან, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, არამედ ამ ტრაგიკული ისტორიიდანაც", _ აცხადებს წიკლაური.