"დაახლოებით იმავე სიტუაციაში ვართ, რაც საქართველოს ოკუპაციის 20-იან წლებში იყო. ჩვენი მიწების 20 % ოკუპირებულია. ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ მაშინდელი შეცდომები აღარ გავიმეოროთ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტარმა გია როინიშვილმა წიგნის "საბჭოური სიტყვიერება" შეფასებისას.
მისი თქმით, წიგნი საქართველოს ტრაგიკული ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს გადმოსცემს.
"ეს ტკივილიანი წიგნია, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და პირველ რიგში _ ახალგაზრდობამ. ეს წიგნი გვასწავლის, რომ საქართველომ უფრო სერიოზულად უნდა დაიცვას თავი პოლიტიკურად, კულტურულად, ეკონომიკურად", _ აღნიშნა როინიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის "საბჭური სიტყვიერების" პრეზენტაცია გაიმართა.