სოჭში აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე ქალს გაასამართლებენ, რომელმაც კურორტზე 40 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ქალაქ სოხუმის მცხოვრებმა ქალმა 2010 წლის ნოემბერში სანქტ-პეტერბურგში 41,71 გრ, მეტადონი შეიძინა. ნარკოტიკული ნივთიერება მან სოჭში მატარებლით ჩაიტანა, სადაც იგი მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სოჭის სატრანსპორტო პროკურორმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და საქმე სასამართლოს გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები