საქართველოში ღატაკი და ღარიბი მოსახლეობის რაოდენობამ 71,9% შეადგინა. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მაშინ როდესაც ეს მონაცემები პრეზიდენტს დებატების დროს გადავეცი გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს შეცდომა იყო თუმცა მას ციფრები აერია. ამიტომ გაბაშვილს უცოდინარობაში და უნიჭობაში არ დავდო ბრალი მინდა ვთქვა, რომ აღფთოვანებული ვარ მისი უნარით პლაკატების ბეჭვდით, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის დროს წარმოადგინა. ასევე, აღფრთოვენებული ვარ იმ ტაშის ორგანიზებისთვის, რომელიც სააკაშვილის მობრძანების დროს იყო პარლამენტში", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მაშინ, როცა მოსახლეობის 71,9% მშიერია და ნაგავში იქექება, დევნილთა სამინისტრო ყველაზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებისთვის ნახევარ მილიონი ლარის შეშას ვითომ ყიდულობს, "ნახევარ მილიონს საპოხი მასალებში ხარჯავს და 4 მილიონს ვერ ასახელებს რატომ აქვს ვალი".
"ბატონო გოკა, მინდა გკითხოთ, სადამდე აპირებთ ბადრის და ასლანის პლაკატების ფრიალს და თუ არასერიოზულ სახეს მივცემთ პარლამენტში მუშაობას იგივე შემიძლია გავაკეთო და თქვენი მამა და მარჩენალის ედუარდ შევარდნაძის პლაკატები გამოგიგზვნოთ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ასევე, მან ოპოზიციონერ კოლეგებს უსაყვედურა, ახალი კონსტიტუციის მხარდაჭერა, რომელის მიხედვითაც შეიძლება სააკაშვილი პრემიერი გახდეს.
ამასთან, ბაღათურიამ მოითხოვა მანდატურებმა უზრუნველყონ, რომ მისი პარტიის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ყველა დეპუტატის მიაწოდონ.