რუსეთი ესპანურ მხარეს ტარიელ ონიანის გადაცემაზე დასთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
რუსული მხარე კრიმინალური ავტორიტეტის ესპანეთისთვის გადაცემას იმით ამართლებს, რომ ტარიელ ონიანი რუსეთის მოქალაქე არ არის. ეს კი ესპანეთში მისი ექსტრადირების საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის მისი ექსტრადირების ვადას აკონკრეტებენ.
თავის მხრივ, ონიანთან პრეტენზიები რუსულ მართლმსაჯულებასაც აქვს. მოსკოვი მას ბიზნესმენ ჯონი მანაგაძის გატაცებასა და მისთვის 500 000 დოლარის გამოძალვაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, ესპანეთში ტარიელ ონიანს დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.
ტარიელ ონიანი 2009 წლის ივნისში დააკავეს და მას შემდეგ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.