დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, რომელიც რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა.ყველა ერთის წინაამდეგ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მახასიათებელი ნიშანია სისტემური ძალადობის დაშვება, წახალისება და მასზე დაყრდნობა.
ასევე ავტორიტარული რეჟიმი კორუფციით სულდგმულობს. კორუფციაც მის მიერვეა დაშვებული და წახალისებული. იგი ამ რეჟიმის საზრდოს წარმოადგენს.
რეჟიმი თავის დასასრულს უახლოვდება, როცა ამ ორ, მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს დაცულობისა და ხელშეუხლელობის გარანტიას არ თუ ვეღარ აძლევს.
ეს დაემართა ნაციონალურ მოძრაობას … გავიხსენოთ ციხის კადრების გამჟღავნების შემდეგ ნათქვამი სიტყვა, როცა მიშა ვერ უარყოფდა მომხდარს და ვერ ამართლებდა.
ამის შემდეგ რეჟიმის მიმართ ნდობა მის ყველაზე ლოიალურ წრეებშიც იკარგება და ყველა საკუთარ გადარჩენაზე იწყებს ფიქრს.
ასეთივე იმედგაცრუება გავრცელდა რეჟიმის კორუმპირებული თანამდებობის პირთა წრეში. ყველა, ვისაც სწამდა, რომ ბრმა ერთგულების ნაცვლად, მწვანე ჰქონდა მიღებული, ყველანაირი გარიგება კორუფციული სქემის ჩასატარებლად, უცებ ხვდება, რომ ამავე რეჟიმს შეუძლია თვალის დაუხამხამებლად მისი გაწირვა.. . და გაოცებული თუ შეშინებული უყურებს რეჟიმი როგორ ასამართლებს თუ სწირავს მის ყველაზე სანდო “შვილებს” - ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ბურჭულაძეს…..
ის, რაც ოცნების პოლიტიკურმა და ბიზნესის წრეებმა აღმოაჩინეს ბოლო პერიოდში, დღეს უკვე ძალოვანებზეც ვრცელდება. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ძალადობისთვის სამართალდამცველების დასჯა ზედაპირული რჩება (ორ თვიანი და გამოშვება), მათთვის საგანგაშო ნიშანია, როცა რეჟიმი არ უარყოფს მომხდარს, საჯაროდ არ იცავს მათ და საკუთარი გადარჩენისთვის მსხვერპლის გაწირვისთვის მზად არის.
ამ ყველაფრიდან ორი მთავარი დასკვნაა:
- რეჟიმის საყრდენის მორყევა
- შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება.
იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზედა სფეროში სუფევს სრული უნდობლობა და დარღვეულია გუნდურობა, ეს ყველაფერი მიანიშნებს რეჟიმის ჩქარი დასასრულისკენ სვლაზე!
ამიტომ დროც იწურება, დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, რომელიც ამგვარ რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა.
ყველა ერთის წინაამდეგ!
და ეს ყველა ყველას ნიშნავს ვინც ამ ქვეყნის მომავალზე დავგადარჩენაზე ფიქრობს !
ეს გარდაუვალი ბრძოლა ვეღარ დაელოდება პოლიტიკურ პარტიების მიუხწევად გაერთიანებას.
ეროვნული გაერთიანების დროა", - წერს ზურაბიშვილი.