რუსთაველის გამზირზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი - „მადლობის მარში“ მიმდინარეობს.
როგორც მარშის ორგანიზატორები და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები აცხადებენ, ეს არის მადლობის, ერთიანობისა და გამარჯვების მარში და ამ მსვლელობას ისინი იმ ადამიანებს უძღვნიან, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებს პროტესტის ფარგლებში გვერდით ედგა.
მშობლები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს სტუდენტებს, რომლებმაც საქველმოქმედო მარათონი გამართეს და ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„მადლობის მარში“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და სიმბოლურად მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.
მარში რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და სიმბოლურად კანცელარიასთან დასრულდება.
ცნობისთვის, მშობლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკემენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.