მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოადგილემ მამუკა ხუბუა აცხადებს, რომ მმართველ ძალას დაქირავებული ჰყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აქტივისტებს ფარული სატელეფონო ნომრებიდან ურეკავენ და ემუქრებიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუბუამ განაცხადა, სამეგრელოში მოძრაობის რაიონული ორგანიზაციების დამფუძნებელი კონფერენციების დროს სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერებს გადაადგილების და ინფორმაციის მიღების უფლებას უზღუდავდნენ.
ხუბუა ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ხელისუფლებისაგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. ხუბუას განცხადებით, მოძრაობის რეგიონული ორგანიზაცია სხვადასხვა პარტიული ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას მსგავს უკანონობაზე.