როგორ შეიძლება, ქართული საქმე აკეთოს კახა კალაძემ, რომელიც წლიდან წლამდე ვეღარ ძღება, გაუმაძღარია, გახვრიტა ყველანაირი ჭერი, ზღვარი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა "პოლიტიკური ამბების" ეთერში განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, ივანიშვილის გუნდის წევრები, მათ შორის, კახა კალაძე, თითოეულ თეთრს უკან დააბრუნებენ.
ბიძინა ივანიშვილი თავისი რიტორიკით, კორუმპირებული სპიკერებით, ქართულ საქმეს არ აკეთებს. როგორ შეიძლება, ქართული საქმე აკეთოს კახა კალაძემ, რომელიც წლიდან წლამდე ვეღარ ძღება, გაუმაძღარია, გახვრიტა ყველანაირი ჭერი, ზღვარი. მაგ კორუმპირებულმა მერმა უნდა იცოდეს, რომ უგულავას რომ აპატია ივანიშვილმა, ეს ივანიშვილის პრობლემაა. კახა კალაძე ყველა თეთრს მოიტანს, რაც მოიპარა მისი მერობის პერიოდში. ალბათ, გაიქცევა, მაგრამ სადაც იქნება კახა კალაძე, ყველგან მიწვდება სახელმწიფო", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.