დასრულდა მეორე დღე და ვერ იგებს ვერცერთი პარტია, კონკრეტულად რას ედავება „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო -ძლიერი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ყველა შუამდგომლობა „იყო აბსოლუტურად ლოგიკური“ თუმცა სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა.
როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, "ძლიერი საქართველო- ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აუცილებელია თოთოეულ პარტიას განემარტოს, თუ რაში სცებს მას ბრალს "ქართული ოცნება".
"მეორე დღე სრულდება და გამუდმებით, დაჟინებით ვითხოვთ ყველანი, რომ გვითხრან და გაგვარკვიონ, რაში გვდებენ თითოეულ ამ პარტიას ბრალს. საუბარია 23-ე მუხლის დარღვევაზე, ოღონდ ამ მუხლის ჩამონათვალში რაც არის, არანაირი კავშირი არ აქვს მის დარღვევასთან - 23-ე მუხლში ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე არის საუბარი. ჩვენ ეთნიკური შუღლის გაღვივებით ვიყავით დაკავებული? ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ არა. მაშინ იქ რჩება ორი რამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის მოწოდება. ჩვენ ძალადობრივი დამხობის წინააღმდეგი ვიყავით ყოველთვის. ასევე არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდება. არცერთი ის დანაშაული, რომელიც ჩამოთვლილია 23-ე მუხლში, საერთოდ შეხებაში არ არის „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“. დაჟინებით ვითხოვთ, გვითხრან რას გვედავებიან, პასუხი არის, რომ „დაგველოდეთ“. სარჩელში მსგავსი არაფერი არ წერია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.