ექიმ გიორგი ახობაძის ცნობით, მასთან სახლში პოლიცია მივიდა და მუქარის ფაქტზე გამოკითხვაზე იბარებენ.
შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძე აქვეყნებს.
გიორგი ახობაძის თქმით, მას მუქარის ფაქტზე მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, თუმცა დეტალებს არ ეუბნებიან.
„ისევ მოვიდნენ, მოწმის სახით გამოკითხვაზე მიბარებენ მუქარის ფაქტზე, ოღონდ არ მეუბნებიან დეტალებს. 24/7-ზე და 365 დღიდან დღე არ გადის ისე, რომ მუქარას არ ვიღებდე და აქეთ ჩემთან აქვთ კითხვები თურმე“, - წერს გიორგი ახობაძე.