უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, კიდევ ერთხელ მიიწვია უკრაინაში.
ამის შესახებ ზელენსკი ნიუ იორკში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როდესაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში ბევრი ადამიანი დაიღუპა და „ბევრი ლამაზი ქალაქი“ ნანგრევებშია ჩაძირული და რომ ამ ყველაფრის აღდგენა ძალიან რთული იქნება, ზელენსკი ჩაერთო შენიშვნით: „სხვათა შორის, თქვენ უნდა მოხვიდეთ და ნახოთ ჩვენი ქალაქები.”
ტრამპმა არადამაჯერებლად თქვა "დიახ" (I will) და მაშინვე განაგრძო გამოსვლა, რომ "უკრაინა შესანიშნავი ქვეყანაა" და ეს ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა მისი და ზელენსკის მორიგი შეხვედრა. მან ეს არ გამორიცხა.
„ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა თქვა საუკეთესოდ: ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ის მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში, მაგრამ თავი შეიკავა კონკრეტულად იმაზე, თუ რა სახის შეთანხმება მიაჩნია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად სამართლიანად.