ჯორჯიის შტატში შტორმ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ცნობით, სტიქიის შედეგად ათობით სახლია დაზიანებული, ბლოკირებულია 150-ზე მეტი ავტომაგისტრალი. შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ბრაიან კემპმა ათასი სამხედროს ჩართვის განკარგულება გასცა.
სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ კაროლინაში, ასევე ორი ადამიანი დაიუპა ფლორიდაშიც.
აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, „ჰელენის“ სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის ქარიშხლიდან, ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა. თუმცა სიტუაცია კვლავ „საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათოა“.