აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უწოდა ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი უწოდა და კვლავ ისაუბრა მის სავარაუდო გეგმაზე, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. იუწყება Bloomberg
"მე ვხედავ, რომ ზელენსკი აქ არის. მე ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის საუკეთესო ვაჭარი ისტორიაში - ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩამოდის ქვეყანაში, უკან 60 მილიარდი დოლარით მიდის," - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ მისი აზრით, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, რომ კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს არჩევნებში და დასძინა, რომ თუ ის {ტრამპი} მოიგებს არჩევნებს, შეეცდება უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.
„თუ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ, პირველი რასაც გავაკეთებ არის ის, რომ ზელენსკის დავურეკავ, დავურეკავ პრეზიდენტ პუტინს და ვეტყვი: „შეთანხმება უნდა გააფორმოთ, ეს სიგიჟეა“.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რეალურად არ იცის როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში, მაშინაც კი, თუ მას ეჩვენება, რომ იცის როგორ გააკეთოს ეს.