უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეონიდ ტიმჩენკოს განცხადებით,.უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში რუსეთის აგრესიული ომის შედეგად 55 000 ადამიანია აღრიცხული, რომელთა უმეტესობაც სამხედრო მოსამსახურეა. მისივე თქმით, პერიოდულად ამ სიაში მყოფების გარდაცვალების ფაქტი დგინდება.
„ეს რიცხვი საკმაოდ დინამიკურია. როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელს ადგენენ, ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მოქალაქე, მაგალითად, ტყვეობაშია,“ – განაცხადა ტიმჩენკომ
ერთიანი რეესტრი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შეტანა დაიწყეს, უკრაინაში 2023 წლის მაისში ამოქმედდა.