ჩვენ შეხვედრაზე გვეთანხმებოდნენ და არგუმენტებს იღებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ე.წ. ფაქტების დამდგენი დასკვნა ვიხილეთ, სადაც საუბარი არ არის ფაქტებზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„არჩევნებზე ხალხმა პასუხი ორჯერ გასცა იმას, რომ ამ ქვეყანაში, სკოლებსა და ბაღებში არ უნდა იყოს დაშვებული ლგბტ პროპაგანდა, ბავშვებში სქესის შეცვლა, ასევე ქალი რომ ქალია და კაცი – კაცი. სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე ეუთო ამბობს, რომ ეს ყველაფერი თითქოს მისაღებიაო. შეუძლიათ, ამერიკის ადმინისტრაციას მიმართონ ზუსტად ანალოგიური შენიშვნებით და უთხრან, რომ გააუქმონ, ქვეყანაში არსებული „ფარა“ და გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია სქესის შეცვლა ბავშვებში.
რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მარტივ კითხვას უპასუხოს: უნდა იყოს თუ არა დაშვებული სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული „ფარა“, უნდა შემოდიოდეს თუ არა ქვეყანაში შავი ფული და პოლიტიკის გარედან დაფინანსება? ეს ადამიანები ამ პასუხებს გაურბიან, სიგიჟეს საუბრობენ და ჰააგას ახსენებენ. ეს ყველაფერი საიდან არის დაწყებული თუ არა „ბიბისის“ დეზინფორმაციული ფილმით, რომელსაც შემდეგ გებელსისეული პროპაგანდა მოაყოლეს. ეს ჩვენს ქვეყანაში არ ჭრის. ჰააგაზე საუბრობენ და გვახსოვს, ვინ ახსენებენ, ის ადამიანები, ვინც ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა.