საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა, გვსურს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლუქსემბურგში განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა საქართველო "რეალურადაც ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ ამისთვის ორივე მხარეა საჭირო".
"ვიდრე ისინი წინ არ მიდიან, მიღებული მრავალი კანონით უკან იხევენ. ამიტომ ვიდრე ისინი ევროპული ღირებულებებისკენ არ მოძრაობენ, ჩვენ მათთან ურთიერთობას არ ვაღრმავებთ. თუმცა საქართველოს ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. არაერთ სფეროში ვეხმარებით და მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო მხოლოდ ქაღალდზე კი არა, რეალურადაც ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ ამისთვის ორივე მხარეა საჭირო", - განაცხადა მარტა კოსმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი