ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას. ჯერ ბჭობენ, - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟორჟოლიანის განცხადებით, კოპიუტერში არაფრის წაშლას აპირებს, "ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს".
"ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას. ჯერ ბჭობენ.
მეგობრებო, კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს.
რუსეთის აგენტების შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩემი დევნა ისეთი პატივია, ახლა მარტო იმაზე ვდარდობ, ეგო როგორ დავაწყნარო", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითის", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის", "სირცხვილიას" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფონდების დაყადაღების მოთხოვნით, პროკურატურას სარჩელით 18 იანვარს ვატო შაქარიშვილმა მიმართა.
პროკურატურის განცხადებით, ფონდები ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა და უკანონობის წახალისებისთვის ფონდები დაყადაღდა.