20-იანი წლების ბოლშევიკებმა ვაგონებში ჩაცხრილეს საქართველოს ინტელექტუალური, მორალური და კულტურული პოტენციალი. თანამედროვე ბოლშევიკები, რომლებმაც ცინიკურად 'ქართული ოცნება' დაირქვეს, ჯერ მხოლოდ ციხეებს, სამართლებრივ დევნას და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას სჯერდებიან, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოვიალურ ქსელში წერს.
"ვინც უსმენთ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებს, ალბათ ხვდებით, როგორი ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო დღეს საქართველო, 'ასაკრძალი' პარტიები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომაც 'იკრძალებიან.'
გასხვავებაზეც ვერ ვისაუბრებ, ოპოზიციის პროფესიულ, ინტელექტუალურ და მორალურ სტანდარტს რაც შეეხება, განსხვავებაზე რომ ისაუბრო, რაღაც თანაზომადობას უნდა ექვემდებარებოდეს შედარების ობიექტები.
20-იანი წლების ბოლშევიკებმა ვაგონებში ჩაცხრილეს საქართველოს ინტელექტუალური, მორალური და კულტურული პოტენციალი. თანამედროვე ბოლშევიკები, რომლებმაც ცინიკურად 'ქართული ოცნება' დაირქვეს, ჯერ მხოლოდ ციხეებს, სამართლებრივ დევნას და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას სჯერდებიან", - წერს სამადაშვილი.