"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერის ვატო შაქარაშვილის სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.
"მეგობრებო, ამ ადამიანის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს. (ოდიციალურად) თორემ სინამდვილეში მიზეზი ყველამ ვიცით.
Vato Shakarishvili
მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის მოწერილი გაქვთ შვილების მძიმე დიაგნოზზე, შეწყვტილი სტატუსის აღდგენაზე, ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე, ნისიებზე, ყველამ
უნდა მიწეროთ აი ამ ცოცარს, რადგან დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა.
თურქეთის კლინიკიდან რომ ბავშვი მყავდა რეანომობილით გადმოსაყვანი, მათ ოჯახს განსაკუთრებით ვთხოვ. არ გთაგავთ, ამოიცნობთ თქვენს თავს”, - წერს ნანუკა ჟოჟოლიანი.
ვატო შაქარიშვილი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი მოძრაობის, „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერია.
ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" სარჩელით 18 იანვარს მიმართა. უწყებამ გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო.
პროკურატურამ "ნანუკას ფონდი“ „ფროსფერითი“ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“ „სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.