უკრაინის ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ ნიჟინში, საწარმოზე რუსეთის მიერ 27 ნოემბერს განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველების ცნობით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
შედეგების ლიკვიდაციაში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 55 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.
ცნობისათვის, 27 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ ნიჟინში მდებარე საწარმოზე იერიში მიიტანეს.