დნიპროში რკინიგზის სადგურზე მატარებელზე რუსეთის მიერ დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 14 ადამიანი. დაშავებულთაგან ექვსის, მათ შორის 11 წლის ბიჭის, მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, რუსებმა დნიპროს რკინიგზის სადგურზე დარტყმა დაახლოებით დილის 11 საათზე მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ესკალაციას აშშ-მა და ევროპამ სამართლიანი და გადამწყვეტი ზომებით უნდა უპასუხონ.