გერმანიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთსა და პოლონეთში Starlink-ის ობიექტების დაწვასთან შესაძლო კავშირში მყოფი ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსის მოადგილის, საულიუს ბრიგინასის თქმით, გერმანიაში მცხოვრები ორივე დაკავებული დაახლოებით 20 წლისაა. ერთ მათგანს გერმანიისა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მეორე კი გერმანიისა და სერბეთის მოქალაქეა.
„ეს პირები ლიეტუვაში დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ და დანაშაულის ჩადენისთანავე ქვეყანა დატოვეს“, - განაცხადა ბრიგინასმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეჭვმიტანილებს ლიეტუვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ქვეყანაში სპეციალურად დანაშაულის ჩასადენად ჩავიდნენ.
გამოძიების ვერსიით, ისინი ოქტომბრის შუა რიცხვებში ვილნიუსში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე Starlink-ის მოწყობილობების დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ. თავდასხმისთვის ადვილად აალებადიდა ცეცხლის გამჩენი ივთენი გამოიყენეს, თუმცა მასშტაბური ხანძრის გაჩენა ვერ შეძლეს.
ბრიგინასმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება გერმანიაში დაკავებულ ახალგაზრდებს Starlink-ის ანტენების დაწვასთან აკავშირებს არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ პოლონეთსა და ბულგარეთშიც.
„ლიეტუვაში ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც ბულგარეთში ანალოგიური დანაშაულს ედავებიან“, - განმარტა მან.