ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიისთვის განკუთვნილი მარშრუტების განაღმვა დასრულდა. ჰუმანიტარული კოლონა ფორმირებულია და გასამგზავრებლად მზად არის. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
მსურველებს დასახლების დატოვებ ხვალა 14:00 საათამდე შეეძლებათ. ამისთვის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა იქნება უზრუნველყოფილი.
ჰუმანიტარული დახმარების დარიგება 14:30 საათის შემდეგ იგეგმება.
ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში შემდგომი მოქმედებების კოორდინაციისთვის უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან სამივე ქვეყნის ჟურნალისტებიც.
ლუბინეცის განცხადებით, ჰუმანიტარული მისია რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარ იანა ლანტრატოვასთან თანამშრომლობით, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ხორციელდება.
„მადლობელი ვარ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის, პირადი ჩართულობისთვის, შუამავლობისა და ძალისხმევის კოორდინაციისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელი გახადა. მათ განსახორციელებლად იანა ლანტრატოვასთან მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენი უცვლელი პრიორიტეტი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა“, - აღნიშნა ლუბინეცმა.