რუსეთის „მარინოვკის“ სამხედრო აეროდრომზე, სავარაუდოდ, ორი სუ-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი განადგურდა.
რუსულმა Telegram-არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 ოქტომბერს ვოლგოგრადის ოლქის დასახლება ოქტომბრსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე იერიში მიიტანეს.
აეროდრომს მე-11 შერეული საავიაციო პოლკი იყენებს. მის შეიარაღებაშია სუ-24მ ტიპის ფრონტის ბომბდამშენები, სუ-24МР ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და სუ-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენები.
წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი. ასევე დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე, სულ მცირე ორი კი დაიჭრა.
მედიის ცნობით, მანამდე აეროდრომზე დრონების საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა. ამის შემდეგ თანამგზავრებმა აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარი დააფიქსირეს.