უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მორიგი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადება.
„ამჟამად დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალი ბალისტიკური დარტყმებისთვის ემზადებიან. საჭიროა შესაბამისი შესაძლებლობები, რათა მთელი ეს რუსული ბოროტება ჩამოვაგდოთ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ველოდებით. მადლობა ყველას, ვინც რეალურად გვეხმარება! გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის დამატებითი ამოცანები განისაზღვრა.
„ახლახან მივიღე ანგარიში. ჩვენ ორი სარაკეტო დარტყმა განვახორციელეთ, განადგურებულია ორი რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი, ასევე დაზიანებულია „ისკანდერის“ გამშვები დანადგარი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.