ესპანეთის ტოლედოს პროვინციაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურები სამუშაოებს აგრძელებდნენ.
გარდა ამისა, ესპანეთის მეფე ტოლედოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ეწვია, რათა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებულები მოენახულებინა.
მომხდარი ტრაგდიის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
შეგახსენებთ, ოთხშაბათს დილით, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ერთმანეთს Iryo-სა და AVE-ს მატარებლები შეეჯახნენ. ორივე მატარებელში 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.