ივანიშვილის პირადი ინსტრუქციით ხდება ეს ყველაფერი, სხვანაირად როგორ? მერე ეს ამას უყურებს, მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის“ გადაცემა, “დღის ამბების“ ეთერში აეროპორტში მომხდარ თავდასხმებზე საუბრისას განაცხადა..
„ქვეყნის მოღალატე ნათლად ჩანს ვინ არის, ეს ივანიშვილია. მათი სამშობლო საქართველო კი არა ფულია. ძალადობის ლეგიტიმაცია ამ ქვეყანაში შეუძლია ერთადერთ ადამიანს, ეს მაშინ მოახდინა, როდესაც მშვიდობიანი აქციების დარბევა დაიწყო. მაშინ ჰქონდა ერთი დავალება გაცემული - მთავარია არ მოკლათ, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათო. ამან არ იმუშავა და აქციები უფრო მასობრივი გახადა, რის შემდეგაც ეს დავალება პერსონალიზირებული გახდა, ინდივიდუალური და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისი პირადი ინსტრუქციებია და დარწმუნებული ვარ, რომ ის თვითონ მიუთითებს, რა ფორმები იქნეს გამოყენებული და ვის მიმართ, - განაცხადა გახარიამ.