აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მომავალ კვირას თავის პირველ ვიზიტებს ევროპაში - საფრანგეთსა და გერმანიაში განახორციელებს. ამის შესახებ The Hill იუწყება.
საფრანგეთში დი ვენსი ხელოვნური ინტელექტის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 10-11 თებერვალს პარიზში გაიმართება.
იქიდან ვიცე-პრეზიდენტი გერმანიაში გაემგზავრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება.
გასულ წელს ღონისძიებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ესწრებოდა.