მექსიკა-ამერიკის საზღვარზე საიდუმლო 300-მეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს.
გვირაბი ერთმანეთთან აკავშირებდა მექსიკურ ქალაქ სიუდად ხუარესსა და ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს.
ტრანსასაზღვრო გვირაბი, რომელიც აშშ-სა და მექსიკას შორის კონტრაბანდის გადასაზიდად და მიგრანტების გადასაყვანად გამოიყენებოდა, დაილუქება.
მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, იცოდნენ თუ არა ადგილობრივმა ოფიცილურმა პირებმა გვირაბის მშენებლობის შესახებ.
გვირაბი აღჭურვილი იყო განათებიდა და სავენტილაციო საშუალებებით. იუწყებიან, რომ ასეთი სტრუქტურის აშენებას სულ მცირე 1 წელი დასჭირდებოდა.
გვირაბი აღმოაჩინეს 10 იანვარს, მას შემდეგ რაც აშშ-ის სასაზღვრო პატრულის თანამშრომლებმა შენიშნეს ლითონის ფირფიტა, რომელიც გვირაბში შესასვლელ ხვრელს ფარავდა. აღნიშნულის შესახებ მათ მექსიკელ კოლეგებს აცნობეს.
საგამოძიებო მოქმედებებს, ამერიკულ მხარესთან ერთად, მექსიკის გენერალური პროკურატურა ზედამხედველობს.