ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც დამნაშავედ იყო ცნობილი 35 ადამიანის მკვლელობაში.
62 წლის მსჯავრდებული მანქანით შევარდა ხალხში და ათეულობით ადამაინი იმსხვერპლა. თავდასხმისას ისინი სტადიონთან ახლოს ვარჯიშობდნენ, სამხრეთ ქალაქ ჟუჰაიში.
სასტიკი დანაშაული გასული წლის ნოემბერში მოხდა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მსჯავრდებული სასტიკი დანაშულის ჩადენამდე განრისხებული იყო იმის გამო, თუ როგორ მოხდა მისი ქონების გაყოფა განქორწინების შემდეგ.
იუწყებიან, რომ სიკვდილით დასაჯეს კიდევ ერთი კაცი, 21 წლის სტუდენტი, რომელმაც უნივერსიტეტში 8 ადამიანი დანით მოკლა. მედიის ცნობით, მან თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ცუდი შედეგების გამო დიპლომის აღება ვერ მოახერხა.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მეტ სასიკვდილო განაჩენს აღასრულებს. პეკინი არასდროს ავრცელებს დეტალებს სიკვდილით დასჯის შესახებ, ამიტომ ზუსტი რაოდენობა უცნობია სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულების შესახებ.