დღეს, 17:00 საათზე ჟურნლისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მივლენ. მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუძის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე.
„20 იანვარს, 17:00 საათზე ჟურნალისტები შევიკრიბებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან (თბილისი, მ. ასათიანის 9). მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე, გამოძიება წარიმართოს სწრაფ რეჟიმში, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და დადგეს მისი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებენ ჟურნალისტები.