20 იანვარს დილით, რუსეთის ქალაქი ყაზანი მორგჯერ გახდა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე. იტყობინებიან მედია და ტელეგრამ არხები, რომლებიც თავდასხმის ამსახველ კადრებს აქვეყნებენ.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ყაზანის საავიაციო ქარხნის მიდამოებში.
ამავდროულად, ადგილობრივი იტყობინებიან აფეთქებების შესახებ ქალაქის ავიასტროიტელნის, მოსკოვის, კიროვისა და ნოვო-სავინის რაიონებში.
შექმნილი ვითარების გამო, დროებით დაიხურა თათრეთის დედაქალაქის აეროპორტი. "როსავიაციის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აეროპორტის დახურვა "სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" გადაწყდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.
უკრაინული დრონები ყაზანს 2024 წლის 21 დეკემბერსაც დაესხნენ თავს.
ფოტო: ყაზანზე 21 დეკემბრის თავდასხმა