აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ოფიციალურად 20 იანვარს დაიკავებს თანამდებობას, პირობა დადო, რომ TikTok-ის პლატფორმის აკრძალვას შეაჩერებს და განმარტა, თუ როგორ ხედავს კომპრომისს ამ საკითხზე.
ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
ტრამპი აცხადებს, რომ ორშაბათს, მისი ინაუგურაციის შემდეგ, გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რის შემდეგაც გაახანგრძლივებს იმ პერიოდს, რომლის შემდეგაც კანონი, რომელმაც TikTok-ის დაბლოკვა გამოიწვია, უნდა ამოქმედდეს. „რათა ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ამბობს ტრამპი.
„ბრძანება ასევე დაადასტურებს, რომ არცერთი კომპანია, რომელიც დაეხმარა TikTok-ის დაბლოკვას ჩემს განკარგულებამდე, პასუხისმგებლობას არ აიღებს“, - თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ ხედავს პოტენციურ გადაწყვეტას პლატფორმის გასაგრძელებლად აშშ-ში.
„მე ვისურვებდი, რომ აშშ-ს ჰქონდეს 50%-იანი საკუთრება ერთობლივ კომპანიაში. ამ გზით ჩვენ გადავარჩენთ TikTok-ს, დავრწმუნდებით, რომ ის კარგ ხელშია და საშუალებას მივცემთ მას განვიტარდეს. აშშ-ოს თანხმობის გარეშე, TikTok ვერ იარსებებს. ჩვენი თანხმობით, ეს იქნება ასობით მილიარდი, შესაძლოა ტრილიონი დოლარიც კი. ასე რომ, ჩემი თავდაპირველი იდეა არის ამჟამინდელი მფლობელების ან/და ახლის ერთობლივი კომპანია, სადაც აშშ მიიღებს 50%-ს“, - განმარტა ტრამპმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პოპულარული სოციალური ქსელი TikTok-ი ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა.