“ჰამასმა” ქალაქ ღაზაში "წითელ ჯვარს“ სამი ისრაელელი ქალი მძევალი გადასცა, რაც ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ მძევლების პირველი გათავისუფლებაა. იუწყება CNN
რომი გონენი, დორონ შტაინბრეჰერი და ემილი დამარი, რომლებიც გაათავისუფლეს კვირას, ღაზაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის“ მებროძოლების თავდასხმის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაში მძევლების გადაცემის გამო უამრავი ხალხი შეიკრიბა.
ადგილზე „ჰამასის“ „ალ-ქასიმისა“ და პალესტინის ილსამური ჯიჰადის „ალ-ქუდსის“ ბრიგადებიდან ათობით ნიღბიანი მებრძოლი იმყოფებოდა.
16 იანვარს კატარში, დოჰაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოფიციალურად შედგა შეთანხმებას ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შესახებ.
17 იანვარს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელმა და ჰამასის მომლაპარაკებელთა გუნდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას.
19 იანვარს ისრაელმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ გადასცა სამი მძევლის სია, რომლებიც კვირას უნდა გაეთავისუფლებინათ.