ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პოპულარული სოციალური ქსელი TikTok ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია. იუწყება CNN. პლატფორმა აღარ იძებნება Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში.მანამდე ჩინური კომპანია ByteDance დათანხმდა პლატფორმის გაყიდვას აკრძალვის თავიდან ასაცილებლად.
სერვისმა შეწყვიტა ფუნქციონირება შეერთებულ შტატებში აკრძალვის ძალაში შესვლამდე. აპლეკაციის გახსნის მცდელობისას მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას, რომ TikTok მიუწვდომელია.
„აშშ-მა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს TikTok-ს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ ვერ იყენებთ TikTok-ს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი ის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ განახლებებს", - ნათქვამია აპლიკაცის შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც აშშ-ში სოციალურ პლატფორმა TikTok-ს კრძალავს.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება პარასკევს, 17 იანვარს მიიღო. აპლიკაციის მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ უარყო პოპულარული აპლიკაციის მფლობელების მიმართვა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აკრძალვა არღვევდა კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ.