გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ დარჩება შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე.
მერკელის თქმით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დღეს კიდევ უფრო აუცილებელია, ვიდრე მანამდე.
„რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით, ევროპის ომისშემდგომი წესრიგის მთავარი პრინციპი - ტერიტორიული ხელშეუხებლობა - არაეფექტური გახდა.
მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს ფარგლებში შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, „რომ პუტინმა არ მოიგოს ომი და რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს“, - განაცხადა მერკელმა დიუსელდორფში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ღონისძიებაზე.
მერკელმა ტრამპს „განსაკუთრებული პრეზიდენტი“ უწოდა.
მისი თქმით, ის იცავს შეერთებული შტატების „ლეგიტიმურ ინტერესებს“, მაგრამ მრავალმხრივი თანამშრომლობისას არ სჯერა „წაუგებელი სიტუაციების“ და მიიჩნევს, რომ ყოველთვის არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები.
„ჩვენ ვერ შევცვლით დონალდ ტრამპს, მაგრამ შეგვიძლია მასზე რეაგირება მოვახდინოთ, ჩვენ ასევე ვართ ძლიერი ფაქტორი,” - თქვა მერკელმა და აღნიშნა, რომ სისულელე იქნებოდა, რომ აშშ-ის ევროპაში მოკავშირეები არ მოეძებნა.