საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იტყობინება, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმ მოქალაქეთა სასამართლო პროცესებს დაესრწნენ, რომლებიც დაკავების დროს პოლიციამ სცემა.
საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ "ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობა".
აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას." - წერს საელჩო.