2025 წლის 16 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს “შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.