პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 15 იანვარს, ღამით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.