კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.
"მზია ამაღლობელი იმიტომაც დააკავეს, რომ პატიმრობაში გაეშვათ. სიმბოლოების დატყვევება რეჟიმების აგრესიულობის პიკებზე გამონაკლისი კი არა, ყველაზე კანონზომიერი წესია.
რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს - უნდა დაინგრეს!", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.