ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთში ავტორიტარიზმის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, – ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
ჯინ შაჰინმა პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობა შეაჯამა.
შაჰინი წერს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ნამდვილ ლიდერს სჭირდება პრინციპული ხედვა, დემოკრატიული იდეების ერთგულება და მტკიცე გადაწყვეტილება მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიის დასაცავად. შაჰინის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ყველაფერი შეასრულა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკამ გააფართოვა და გააძლიერა ნატო-ს მსგავსი ალიანსები და გააერთიანა გლობალური კოალიცია, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პუტინის უკანონო და არაპროვოცირებულ ომში. ჩვენი ქვეყანა წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან, საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა“, – აცხადებს შაჰინი.
ამასთან, ჯინ შაჰინმა ჯო ბაიდენს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.