თუ ევროკავშირი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის, 4-5 წელიწადში რუსული ენის სწავლა ან ახალ ზელანდიაში გადასახლება მოგვიწევს,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ოთხ ან ხუთ წელიწადში ასე ვეღარ ვიქნებით. თუ ევროკავშირი თავდაცვაზე მეტ ფულს არ გამოყოფს, 4-5 წელიწადში რუსული ენის სწავლა ან ახალ ზელანდიაში გადასახლება მოგვიწევს. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში და მეტი შესაძლებლობების წარმოება. ეს ვერ მოიცდის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი საზოგადოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამძლეობა“, – აღნიშნა რუტემ.