აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შეხვდა და მას ბიძინა ივანიშვილზე ესაუბრა. ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.
"მადლობელი ვარ, რომ შევხვდი დონალდ ტრამპს. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ, ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან კორუფციული სქემების შესახებ, რომელიც აპირებდა მის მკვლელობას. მე ასევე გავუზიარე ჩვენი წერილი "საქართველოს მეგობრები", - წერს უილსონი.