გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“გაიმართა.
ოპოზიციიდან შეხვედრას დაესწტნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები გიორგი ბუტიკაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.
„ამ ბრძოლის გასაძლიერებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა. ეს არის "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომ არის, რომ ვაშინგტონში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან, სადაც მათ ექნებათ შეხვედრები შესაბამის წარმომადგენლობასთან. მათ შორის, ჩემი საუბარი ამ შეხვედრის ფარგლებშიც შეეხებოდა კონკრეტულ გზებს, როგორ შეიძლება გერმანიამ და ევროკავშირმა ზეწოლა გაზარდოს რეჟიმზე", - შეხვედრის შემდეგ განუცხადა “ტვ პირველს“ სალომე სამადაშვილმა.