“ბათუმელების“ ინფორმაციით, 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს.
გამოცემის ცნობით, იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სულ მცირე 6 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და ელიზბარ ჩხიკვაძე. ასევე, დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.