„დროას“ ცნობით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, ლუკა ნაცვლიშვილი, და თორნიკე კაკალაძე.
ლენე ხოშტარია პლაკატის გაკვრას ცდილობდა, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.
პარტიის ერთ-ერთი წევრის ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, პოლიციელები ვერ განმარტავენ, რატომაა დაკავებული გიორგი კირთაძე. რამდენიმე წუთის წინ დააკავეს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძეც.