რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეები არიან, პროტესტი და ხმაური გრძ;ედება.
ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელმაც კორპორატიული წვეულება დროზე ადრე დატოვა, მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს, მოსამართლე საკუთარ ავტომობილამდე პოლიციამ მიაცილა.
პროტესტი მოყვა შენობიდან სხვა მოსამართლეების გამოსვლასაც. პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებაში ეხმარება. "მონა!" - ისმის ადგილზე საპროტესტო შეძახილები.
პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ადგილზე პერფორმანსიც დადგეს. დაანთეს ცეცხლი და გაშალეს ბანერი წარწერით "ცეცხლი ჭამეთ".