შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ აქციებს აგრძელებს, - ამის შესახებ შშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.
„ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომლებიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაკავებების მიუხედავად ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ აქციებს აგრძელებს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას!“ - წერს უილსონი.