თუ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის დამასანქცირებენ, ჩემთვისაც საამაყო იქნება, - ამის შესახებ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ განაცხადა.
"ვის შევაგინე...მზია ამაღლობელი მე როგორც ვნახე იმასაც ამბობს, რომ შემთხვევით აიქნია ხელი. არცერთი მსგავსი ფაქტი (ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან), მანდ იყო არაერთი ოპერატორი, არაერთი ჟურნალისტი, მათ შორის მოქალაქეები... პოლიციის შენობაშიც არსებობს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, არცერთი დაკავებულის უფლებები არ ყოფილა დარღვეული, რაც შეეხება მათი მხრიდან საქციელს ამ ყველაფერზე სასამართლოში ვისაუბრებთ.
თუ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის დამსანქცირებენ, ჩემთვისაც საამაყო იქნება," - განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
შეგახსენებთ, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.